ტექნოპარკი-ადგილი, სადაც შეგიძლია ინოვაციური იდეები რეალობად აქციო
მე(ლუკა ხაჩიძემ) 2019 წლის 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე ჩემს ახლად შეძენილ ციფრულ მეგობრებთან ერთად გავატარე, რაც ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი გახდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემს მასწავლებლებსა და სკოლას მინდა გადავუხადო. ჩემთვის ეს პატარა დღე ძალიან საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა და თუ რატომ ამას ახლავე მოგახსენებთ:
1 ივნისს დაახლოებით 3 საათისათვის ციფრული მხარდამჭერებით დატვირთული მიკროავტობუსი ტექნოპარკის მიმართულებით დაიძრა. მისვლისთანავე თითოეულ ბავშვს შიგნით შესვლისა და ყველაფრის დათვალიერების სურვილი გაუჩნდა, რაც ბუნებრივია ისეთ ადგილას ყოფნისას, როგორიც ტექნოპარკია.
ტექნოპარკის ინტერიერი მეტად საინტერესოდაა მოწყობილი. ბავშვებს გასაოცარ შთაბეჭდილებებს უტოვებს შესასვლელში არსებული ორი რობოტი, რომლებიც ადამიანების მსგავსად გამოიყურებიან.
ლაზერული მჭრელებითა და სხვა დანადგარების შემადგენლობით, რომლებითაც ჩვენ არამარტო რაიმე ნივთის პროტოტიპირება, არამედ მისი მცირედი წარმოების წამოწყებაც შეგვიძლია. ჩვენ ტექნოპარკში კარგად აგვიხსნეს, რომ ტექნოპარკი ესაა ადგილი, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ინოვაციური იდეის სრულყოფაში მოყვანაში ეხმარებიან. ტექნოპარკი ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებს! ამიტომ მე თითოეულ ახალგაზრდას ვურჩევდი, რომ თუკი მათ რაიმე იდეა აქვთ, რომელსაც მარტო ვერ ანხორციელებენ, ამ შემთხვევაში მიმართონ ტექნოპარკს, რომელიც მათ დახმარებას აუცილებლად შეეცდება.
რაც მთავარია ტექნოპარკში მე ძალიან ვისიამოვნე და ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე. ტექნოპარკი, როგორც დიდებისათვის ისე პატარებისათვის საინტერესო ადგილი არის, რომელიც სწორედ მათ კომპიუტერულ განვითარებას ემსახურება.






No comments:
Post a Comment